LIVE

„ბოისა“ სლოვენიაში ღვინის ექსპორტს აორმაგებს

20 ივლ 202121:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 750
„ბოისა“ სლოვენიაში ღვინის ექსპორტს აორმაგებს

წელს „ბოისა“ სლოვენიაში 2 ათასი ბოთლი ღვინის გაყიდვას გეგმავს. რქაწითელისა და საფერავის ჯიშებისგან დამზადებული თეთრი და წითელი ღვინოები, ძირითადად რესტორნებში, 10-12 ევროდ იყიდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ვლადიმერ ბოისა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, სლოვენიაში სპორტული კარიერიდან გამომდინარე იცნობენ, რაც ღვინის რეალიზაციაში უწყობს ხელს. 

„გასულ წელს, სექტემბერში დაახლოებით 1000 ბოთლი გავიტანე ექსპორტზე. კარგი მოსავალი მქონდა და გამორჩეული ხარისხის ღვინის დაყენება მოხერხდა. შესაბამისად, ექსპორტის გაზრდას ვაპირებ. რეალიზაციაში ძალიან მეხმარება ის გარემოება, რომ სლოვენიაში დიდხანს ვთამაშობდი და როგორც ყოფილ კალათბურთელს, კარგად მიცნობენ. ახლა გამიცნეს, როგორც მეღვინე და პროდუქტს, რომელსაც ვთავაზობ ენდობიან“,- აცხადებს ვლადიმერ ბოისა.

ყოფილი სპორტსმენის საკუთრებაში დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ვენახია, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში. კომპანიის წლიური წარმადობა 4000 ბოთლია.