LIVE

პრემიერი: ივნისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება

20 ივლ 202111:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1042
პრემიერი: ივნისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა ზრდას ივნისშიც განაგრძობს და მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 18%-ით გაიზრდება, ხოლო მიმდინარე წლის ორი კვარტლის ჯამური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 12% იქნება.

“ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - 45%, რაც იყო მართლაც უპრეცედენტო არა მხოლოდ რეგიონში, არამდე შეიძლება ითქვას ევროპის მასშტაბითაც. მაისის თვეში ასევე გვქონდა ძალიან მაღალი ზრდა 25%-ის ფარგლებში. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა, ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 15-დან 18%-მდე. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 12%-ით გაიზრდება”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზრდება.