LIVE

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარი 3.10 ლარი ღირს

19 ივლ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 2179
ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარი 3.10 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1076 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1221 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.45 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6592 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6850 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.58 თეთრი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.