
Politico Europe-ის ცნობით, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის პოტენციურ შემცვლელად დასახელდა.
სტოლტენბერგი ამ პოსტს 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს და მისი ვადა 2022 წლის სექტემბერში სრულდება. NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი, სავარაუდოდ, მომავალ წელს დასახელება.
Politico-ს თანახმად, პოსტის დასაკავებლად სამი ქალი განხილება: ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტა და ესტონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი კერსტი კალიურანდი.
თუმცა, ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ გენერალური მდივნის პოსტისთვის კანდიდატის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან არჩევა შეიძლება ძალიან მტრული ნაბიჯი იყოს მოსკოვის მიმართ.
გრიბაუსკაიტა ორი ვადით იკავებდა ლიეტუვის პრეზიდენტის პოსტს. მიიჩნევა, რომ მან შეძლო ძლიერი ხაზის შენარჩუნება მოსკოვთან. უკრაინის კრიზისის დროს გრიბაუსკაიტამ რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" მოიხსენია.