LIVE

საქართველოდან $5 მილიონზე მეტი ღირებულების მოცვია ექსპორტირებული

19 ივლ 202114:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 795
საქართველოდან $5 მილიონზე მეტი ღირებულების მოცვია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 916 ტონა მოცვი, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარით (45%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (841.9 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), ყატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა).