LIVE

გახსენი მოგზაურობა! რას აღმოაჩენთ ზაფხულის TRAVEL BOX-ში?

20 ივლ 202111:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 2184
გახსენი მოგზაურობა! რას აღმოაჩენთ ზაფხულის TRAVEL BOX-ში?

ზაფხული აქტიურ ფაზაში შედის და სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს შვებულების დაგეგმვას. პანდემიის და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის შეზღუდული შესაძლებლობების ფონზე, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, სავარაუდოდ, წელსაც საქართველოს რეგიონებს მიაშურებს. 

მათ, ვისთვისაც სპონტანურობა მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია, TRAVEL BOX უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. „გახსენი მოგზაურობა!“- სწორედ ამ ლოზუნგით შეიქმნა პირველი ინოვაციური პროდუქტი მოგზაურობის მოყვარულთათვის ქართულ ბაზარზე.

კომპანია მომხმარებელს სეზონურად სთავაზობს განსხვავებულ ბოქსებს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სასტუმროების ვაუჩერს, (2 ღამით, 2 ადამიანისთვის) და ასევე მოგზაურობისათვის საჭირო ნივთებს და პროდუქტებს. თითოეულ ყუთს მოჰყვება მიმდინარე სეზონის Travel Box-ის კატალოგი, სადაც წარმოდგენილია შეთავაზებული სასტუმროების, პროდუქტებისა და ნივთების შესახებ ინფორმაცია.

როგორც ყველა სხვა სეზონის ყუთი, ზაფხულის TRAVEL BOX-იც სიურპრიზებით არის სავსე და მისი გახსნა ისეთივე მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოცდილებაა, როგორც თავად მოგზაურობა.

კერძოდ, ზაფხულის სამოგზაურო ყუთი მოიცავს სასტუმროს ვაუჩერს 2 ღამე, 2 ადამიანზე. მომხმარებელი გამოწერის დროს უთითებს მისთვის სასურველ რეგიონს და სასტუმროების ჩამონათვალიდან ერთ-ერთი ამოუვა გამოწერილ ყუთში. სასტუმროს ვაუჩერის გამოყენებას კი 31 აგვისტოს ჩათვლით შეძლებს წინასწარი დაჯავშნით.

ზაფხულის Travel Box პარტნიორი სასტუმროები არიან:

კახეთი: "ახაშენი ღვინის კურორტი და სპა", "შატო მერე", "ამპელო", "ზუზუმბო რეზორტი და სპა", "ჰოლიდეი ინნ თელავი"

აჭარა: "კასტელო მარე", "ტაპი რუჟი"

მცხეთა მთიანეთი: "რუმს ყაზბეგი", "მარკო პოლო გუდაური"

სამცხე ჯავახეთი: "ქრაუნ პლაზა ბორჯომი", "რუმს კოხტა"

სამეგრელო: "ლეთო ზუგდიდი"

სამეგრელო ზემო სვანეთი: "ფოსტა მესტია"

გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს  სიახლესაც სთავაზობს - თრეველ ბოქს პრაიმს, რომელიც მოიცავს საზღვაო სეზონის მაღალი კლასის სასტუმროებს: "შერატონ ბათუმი", "ჰილტონ ბათუმი", "ჯორჯია პალასი". 

გარდა ამისა, ზაფხულის სამოგზაურო ყუთში გამომწერები აღმოაჩენენ: სპეციალურად თრეველ ბოქსისთვის შექმნილ ბრენდირებულ ნივთებს - ჩანთა, საწერი კალამი, წიგნაკი, სტიკერები, დეზოტეკის ხელის დეზინფექტანტი და სამოგზაურო პროდუქტების ნაკრებს: ნუქსის რევ დე თე შხაპის გელი ან ტანის სკრაბი, ნუქსის მზის შემდგომი თავის და ტანის შამპუნი, ნუქსის ასაკის საწინააღმდეგო შრატი, მალიბუს ტუჩის საცხი, ლა კუღ ბოტეს თერმული წყალი და თვალის პაჩი, კაროტენის მზისგან დამცავი, კბილის პასტა დელ კაპიტანო.

Travel Box-ში ყველაფერია მორიგი საზაფხულო თავგადასავლის დასაგეგმად და საქართველოს ულამაზეს მხარეებში დაუვიწყარი დროის გასატარებლად. ახლა მოგზაურობის გახსნის დროა!

ზაფხულის ყუთის გამოსაწერად ეწვიეთ ვებ გვერდს: www.travelbox.ge