LIVE

ბიზნესი ვაქცინაციის დასაჩქარებლად ინიციატივით გამოდის

15 ივლ 202119:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1010

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების მიზნით, ბიზნესი მთავრობას მოუწოდებს, რეგისტრაციის წინასწარი პროცესი გაუქმდეს და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა გამარტივდეს. კერძო სექტორი ინიციატივით გამოდის, რომ მოქალაქეებმა ვაქცინაციის პუნქტებში მისვლა და ადგილზე აცრა შეძლონ.

რითეილერებმა მთავრობას ვაქცინაციის პუნქტების მოწყობა სავაჭრო ცენტრებში შესთავაზეს, თუმცა როგორც კერძო სექტორი ამბობს, მთავრობა ამ ინიციატივით არ დაინტერესდა. 

"ჩვენ მზად ვიყავით ამ პროცესში ჩავრთულიყავით, თუ იქნებოდა შესაბამისი მზადყოფნა, რათა ვაქცინაციის უფრო მეტი პუნქტი გაგვეხსნა. თუმცა შედეგებს ვერ ვხედავთ და კვლავ დაპირებებს ვისმენთ", - ამბობს "თბილისი ცენტრალის დირექტორი", ლევან ყარალაშვილი.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ინტერნეტზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, ვაქცინაციის პროცესი განსაკუთრებით რთულად რეგიონებში მიმდინარეობს. მათ არც იმის მოლოდინი აქვთ, რომ წლის ბოლომდე მთავრობა მოსახლეობის 60%-ის აცრას შეძლებს.

ამირან გამყრელიძე ბიზნესს მოუწოდებს, რომ თანამშრომლების ასაცრელად საკუთარი მიკრო გეგმა შექმნან.