LIVE

გასულ წელს თევზის წარმოებით კახეთი ლიდერობდა

19 ივლ 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 913
გასულ წელს თევზის წარმოებით კახეთი ლიდერობდა

"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მონაცემებით, 2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 16%-ით შემცირდა და 2 071.5 ტონა შეადგინა.

2019 წელთან შედარებით, შემცირდა ორაგულისებრთა, კობრისებრთა და ზუთხისებრთა წარმოება, ხოლო ლოქოსებრთა წარმოება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 22%-ით აღემატება. 

"საქსტატის" მონაცემებით, 2020 წელს თევზის წარმოების მიხედვით, ლიდერობს კახეთი, რომელზეც ქვეყანაში წარმოებული თევზის 32.2% მოდის. მეორე ადგილზეა შიდა ქართლი 31.4%-ით, მესამე ადგილს გურია 11.1%-ით იკავებს. ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 25.3% მოდის.