LIVE

Pfizer-ი FDA-ს გამაძლიერებელი დოზის დასამტკიცებლად მიმართავს

09 ივლ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 694
Pfizer-ი FDA-ს გამაძლიერებელი დოზის დასამტკიცებლად მიმართავს
Bloomberg

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ი აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას" (FDA) Covid-19-ის ვაქცინის მესამე, ე.წ. გამაძლიერებელი დოზისთვის ავტორიზაციის მისაღებად აგვისტოში მიმართავს. 

Pfizer–ის ადამიანებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგებით, მისი ვაქცინის მესამე დოზა უსაფრთხოა და კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნურ დაცვას მკვეთრად აუმჯობესებს. 

კომპანია მიიჩნევს, რომ მესამე დოზის გაკეთება მართებული იქნება ორი დოზით ვაქცინაციიდან 6-8 თვეში.

"დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი სტიმულირება ძალიან ეფექტიანი იქნება დელტა შტამის წინააღმდეგ",- ამბობენ კომპანიაში. 

Pfizer-ის განცხადების შემდეგ, CDC-მა და FDA-მ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს არსებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტიანია და სრულად ვაქცინირებულ პირებს ამ ეტაპზე გამაძლიერებელი დოზა არ სჭირდებათ.

ჯანდაცვის ორგანოები განმარტავენ, რომ ისინი გამაძლიერებელი დოზის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების პროცესში ჩართულები არიან და მხოლოდ კონკრეტული კომპანიის კვლევის მონაცემებს არ ეყრდნობიან.

"ჩვენ ვემზადებით გამაძლიერებელი დოზებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერება მათ საჭიროებას დაადასტურებს",- ნათქვამია განცხადებაში.  

გამაძლიერებელი დოზის საჭიროებას არც "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) იზიარებს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლენგრეტი და ჯოშ ვინგროვი