LIVE

WHO-ს ექსპერტი: გამაძლიერებელი დოზის საჭიროება დადასტურებული არ არის

21 ივნ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 700
WHO-ს ექსპერტი: გამაძლიერებელი დოზის საჭიროება დადასტურებული არ არის

ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა და ფარმაცევტული კომპანია, ახალი შტამების გავრცელების ფონზე, მოსახლეობისთვის Covid-19-ის გამაძლიერებელი დოზის შეთავაზებისთვის ემზადება. ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით მათი საჭიროებაზე საუბარი ნაადრევია.  

“არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ გავცეთ რეკომენდაცია, საჭიროა თუ არა გამაძლიერებელი დოზა. მეცნიერება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია”,- ამბობს “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" უფროსი მეცნიერი, სუმია სვიამინათანი. 

მეცნიერის თქმით, გამაძლიერებლისკენ მოწოდება ნაადრევია, რადგან მსოფლიოს უდიდეს ნაწილში რისკჯგუფში შემავალი ადამიანებს ვაქცინის პირველი დოზა ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

ზამთარში მორიგი ტალღის თავიდან ასაცილებლად, გამაძლიერებელი დოზების ადმინისტრირებას დიდი ბრიტანეთი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს.

შვიდი სხვადასხვა ვაქცინა იტესტება ინგლისში, სადაც გამაძლიერებელი დოზის პირველი კვლევა მიმდინარეობს. 

დიდ ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის უფრო დიდი წილია ვაქცინირებული, ვიდრე განვითარებული ეკონომიკის მქონე რომელიმე სხვა ქვეყანაში, დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, კოვიდრეგულაციების გაუქმება გადაიდო. 

ვაქცინის გამაძლიერებლები იმუნურ სისტემას კიდევ ერთხელ “უბიძგებენ” რეაგირება მოახდინოს პათოგენზე (დაავადების გამომწვევ ორგანიზმზე). გამაძლიერებელი დოზის საჭიროება შეიძლება დადგეს მაშინ, როცა ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტის შემცირდება ან თუ გავრცელდება შტამი, რომელიც ნაკლებად რეაგირებს ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებზე.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი