LIVE

ჯეფ ბეზოსის ქონებამ რეკორდულ $211 მილიარდს მიაღწია

07 ივლ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 724
ჯეფ ბეზოსის ქონებამ რეკორდულ $211 მილიარდს მიაღწია
Bloomberg

მას შემდეგ, რაც Amazon-ის აქციების ფასი 4,7%-ით გაიზარდა, ჯეფ ბეზოსის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებამ რეკორდულ $211 მილიარდს მიაღწია. აქციების ფასის ზრდა პენტაგონის განცხადებას მოჰყვა, რომ კონკურენტ Microsoft-თან ღრუბლოვან კომპიუტერულ კონტრაქტს აუქმებს. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, Amazon-ის აქციების ფასის ზრდის შემდეგ ბეზოსის ქონება $8,4 მილიარდით გაიზარდა.

ბოლოს Bloomberg-ის რეიტინგში ამ თანხას ელონ მასკი მიუახლოვდა იანვარში, როდესაც Tesla-ს დირექტორის ქონებამ მოკლე დროით $210 მილიარდი შეადგინა. მასკი და ბეზოსი წლის პირველ ნაწილში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ერთმანეთში ცვლიდნენ, თუმცა ბეზოსმა თავისი პოზიცია მარტის შუა რიცხვებიდან გაამყარა, როცა Amazon-ის აქციების ფასი თითქმის 20%-ით გაიზარდა.

საფონდო ფასებმა ბოლო თვეების განმავლობაში ტექნოლოგიური ტიტანების ჯგუფისთვის, მათ შორის მასკისთვის კარგად იმოქმედა. ის კვლავ რჩება მეორე ადგილზე $180.8 მილიარდით. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ფრანგი ფუფუნების საგნების მაგნატი ბერნარ არნოა, რომელიც $168,5 მილიარდს ფლობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სკოტ კარპენდეტი და სოფი ალექსენდერი