საქსტატის ინფორმაციით, ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მზესუმზირის ზეთი 96%-ით გაძვირდა.
ზეთი წინა თვეების განმავლობაშიც მნიშვნელოვნად იყო გაძვირებული. კერძოდ, 2021 წლის იანვარში ზეთი წლიურად 49%-ით გაძვირდა, თებერვალში 62%-ით, მარტში 63%, აპრილში 77%, მაისში კი 85%-ით.
"საქსტატის" მონაცემებით, ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურ ჭრილში 8.8%-ით გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია წლიური ინფლაციის ფორმირებაზე.