LIVE

Expedia და TripAdvisor-ი გაქირავების წესებს ამკაცრებენ

02 ივლ 202110:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 888
Expedia და TripAdvisor-ი გაქირავების წესებს ამკაცრებენ
Bloomberg

Expedia Group-ის მოკლევადიანი გაქირავების ბიზნესმა Vrbo-მ მასპინძლებს, რომლებიც მის პლატფორმას იყენებენ, სახლის გასაღების საზოგადოებრივ ადგილებში დატოვება აუკრძალა. უსაფრთხოების პოლიტიკას გადახედავს TripAdvisor-იც, რათა უკეთ დაიცვას მოგზაურები.

ორმა კომპანიამ თქვა, რომ ნაბიჯები Bloomberg Businessweek-ის ბოლოდროინდელი გამოძიებით არის მოტივირებული, რომელიც Airbnb-ის ბინებში ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს ეხება. მათ შორისაა 2015 წელს ახალი წლის ღამეს ჩადენილი დანაშაული, როცა Times Square-ზე Airbnb-ის ბინაში 29 წლის ავსტრალიელი ტურისტი დანის მუქარით, სავარაუდოდ, გააუპატიურეს. ქალმა ბინის გასაღები ახლომდებარე ბოდეგაში აიღო ხოლო, მისმა თავდამსხმელმა გასაღებების დუბლიკატი მოიპოვა.

Expedia-ს ახალი პოლიტიკა, რომელიც გასულ კვირას მიიღეს, მასპინძლებს გასაღებების დატოვებას საზოგადოებრივ ადგილებში, "სადაც მფლობელი, ქონების მენეჯერი ან პერსონალი არ იმყოფება", უკრძალავს. კომპანიის წარმომადგენლის ბრაიან ჰოიტის თქმით, TripAdvisor-ი ასევე მუშაობს წესების განახლების შესახებ, თუ როგორ მოხდება სტუმრებისთვის გასაღებების გადაცემა. ”ამ ცვლილების მიღმა, ვგეგმავთ ჩვენი პოლიტიკის უფრო ფართო გადახედვას, რათა მეტად დავიცვათ მოგზაურები, რომლებიც ჩვენს პლატფორმაზე ჯავშნიან დასასვენებლად გასაქირავებელ ობიექტებს”,- თქვა მან.

ბენ ბრეიტმა, Airbnb-ის სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანიამ 2019 წელს გაამკაცრა წესები, რათა უზრუნველყოს, რომ გასაღებების გადაცემა უსაფრთხოდ მოხდეს. თუმცა, პოლიტიკა კონკრეტულ წესებს არ გულისხმობს. ”ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაძლიეროთ საზოგადოებრივი პოლიტიკა და სააღსრულებო პროცედურები და რეგულარულად განვიხილოთ ისინი”,- აღნიშნა ბრეიტმა.

რამდენიმე კანონმდებელი ამბობს, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და ფედერალურ კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, რომელიც ინტერნეტ კომპანიებს მათ პლატფორმებზე გამოქვეყნებულ შინაარსზე პასუხისმგებლობისგან იცავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლივია კარვილი