
სემ ალტმენის ახალმა სტარტაპმა Worldcoin-მა თვალის ფორმის მოწყობილობა შექმნა, რომელიც თვალის ფერადი გარსის სკანირებას ახდენს და კრიპტოვალუტის ფლობისთვის პირადობის უნიკალურ იდენტიფიკატორად გამოიყენება.
კომპანიას ანდრესენ ჰოროვიცი, Coinbase Global-ის ვენჩუტული კაპიტალი, LinkedIn-ის დამფუძნებელი რიდ ჰოფმანი და Day One Ventures-ი უჭერენ მხარს. სტარტაპმა ინვესტორებისგან უკვე დაახლოებით $25 მილიონი გამოიმუშავა.
36 წლის ალტმენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ იდეა 2019 წლის ბოლოს გაჩნდა. მიზანი ფულის სამართლიანად გადანაწილებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენებაა, რომელიც უნივერსალური საბაზისო შემოსავლის ეკონომიკური თეორიით არის ინსპირირებული. ალტმენი პირველი ინვესტორი იყო Worldcoin-ში, თუმცა მისი თქმით, მას არანაირი როლი არ აქვს ყოველდღიურ საქმიანობაში და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ კომპანიის მრჩეველის როლს ითავსებს.
სტარტაპი ახალი გლობალური ციფრული ვალუტის შექმნას ცდილობს, რომელიც დედამიწაზე თითოეული ადამიანისთვის წილის მიცემით დაიწყებს მუშაობას. კომპანია ასევე მიზნად ისახავს დაეხმაროს ეკონომიკას კრიპტოვალუტებზე გადასვლაში.
Worldcoin-ის ვალუტა ჯერ მზად არ არის განაწილებისთვის, ამიტომ კომპანია ამჟამად მოხალისეებს თვალის სკანირებისა და პროცესის შესახებ უკუკავშირის სანაცვლოდ სხვა სახის ციფრულ მონეტებს, ძირითადად ბიტკოინს სთავაზობს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენ ჰუეტი