LIVE

სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიესაჯა

29 ივნ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიესაჯა
Bloomberg

ჯეიკობ ზუმას, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში მმართველობის დროს არაერთხელ მონაწილეობდა სამხრეთ აფრიკაში სახელმწიფო სახსრების მიტაცებაში, 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზუმას პატიმრობა ჩვენების მიცემის შესახებ სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისთვის მიესაჯა.

საკონსტიტუციო სასამართლომ იანვარში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზუმას უნდა ეპასუხა სასამართლო კომისიის შეკითხვებზე. 79 წლის ყოფილმა დაზვერვის თანამშრომელმა სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულა, ნოემბერში ერთი დაგეგმილი სხდომა დატოვა, თებერვალში კი მეორეს ბოიკოტი გამოუცხადა. კოლეგიამ ზუმას უპატივცემულობის ბრალდებით უპასუხა.

მთავრობის ვარაუდით, ზუმას მმართველობის დროს 500 მილიარდ რანდზე მეტი (35 მილიარდი დოლარი) მოპარეს სახელმწიფოს. მინიმუმ 40-მა მოწმემ სახელმწიფო სახსრების ძარცვა ყოფილ პრეზიდენტს დაუკავშირა. ზუმამ, რომელსაც მმართველმა პარტიამ 2018 წელს გადადგომა აიძულა საარჩევნო მხარდაჭერის დაკარგვის გამო, უარყო დანაშაული და თქვა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები ნეგატიური კამპანიის ნაწილია.

ზუმა სამშაბათის გადაწყვეტილების მოსმენას არ ესწრებოდა. მას ხუთი დღე აქვს ხელისუფლების წინაშე წარსადგენად.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სისი ხამპეპეს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზუმა პოლიციას არ ჩაბარდება უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ზუმა ციხეში გადაიყვანონ, სადაც სასჯელის მოხდას დაიწყებს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ კოენი