LIVE

პრემიერის შემდეგ F9-მ $400 მილიონზე მეტი გამოიმუშავა

28 ივნ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 984
პრემიერის შემდეგ F9-მ $400 მილიონზე მეტი გამოიმუშავა
Bloomberg

F9-მ პირველ შაბათ-კვირას აშშ-სა და კანადის კინოთეატრების სალაროებში $70 მილიონი დააგროვა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ფილმის უდიდესი გახსნაა.

Fast & Furious-ის ფრენჩაიზის მეცხრე ნაწილი, რომელშიც მთავარ როლებს ფრენჩაიზის რეგულარული წარმომადგენლები, ვინ დიზელი და მიშელ როდრიგესი ასრულებენ, მხოლოდ კინოთეატრებში აჩვენეს. ცნობილი ფრენჩაიზის მეცხრე ნაწილს კორონავირუსის კრიზისის დაწყების შემდეგ, სხვა ფილმებთან შედარებით, ყველაზე დიდი დებიუტი ჰქონდა.

Universal Pictures-ის F9-ის შემოსავალი პანდემიის პერიოდის წინა ჰიტს A Quiet Place Part II-ს აჭარბებს, რომელმაც დებიუტის დროს $48,4 მილიონი გამოიმუშავა. ეს იყო ფილმის ყველაზე დიდი გახსნა Star Wars:The Rise of Skywalker-ის შემდეგ, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა.

A Quiet Place Part II ძალიან შორეულ მეორე ადგილზე აღმოჩნდა $6,2 მილიონით. თუმცა, ფილმმა გამოსვლის შემდეგ $136.4 მილიონი გამოიმუშავა. Hitman's Wife's Bodyguard-მა კი $4,88 მილიონიანი შემოსავალი დააფიქსირა და მესამე ადგილი დაიკავა.

F9-ის დებიუტი საერთაშორისო მასშტაბით 19 მაისს შედგა და ამ დრომდე მან $400 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

ფილმის პრემიერა 19 მაისს შედგა საქართველოს კინოთეატრებში. აღსანიშნავია, რომ Universal Pictures-ის Fast & Furious 9-ის გადაღებები საქართველოშიც მიმდინარეობდა. ფილმში მოხვდა თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა ლოკაციები, მათ შორის რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები და თავისუფლების მოედანი. პროგრამის - "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში გადაღებებზე სტუდიამ 32 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდრიუ დალტონი