LIVE

ბრიტანული მარეგულირებელი Amazon-სა და Google-ს ყალბი შეფასებების გამო ედავება

25 ივნ 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 774
ბრიტანული მარეგულირებელი Amazon-სა და Google-ს ყალბი შეფასებების გამო ედავება
Pavlo Gonchar/SOPA Images/LightRocket/Getty Images

ბრიტანული მარეგულირებელი Amazon.com-სა და Google-ს მომხმარებლების უფლებების შესაძლო დარღვევების გამო ედავება.   

“კონკურენციისა და ბაზრების სააგენტო” ეჭვობს, რომ ტექნოგიგანტები მომხმარებლებს ყალბი შეფასებებისგან სათანადოდ არ იცავენ.

სააგენტომ დღეს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება იმისათვის, რომ მოაგროვოს მეტი ინფორმაცია და გადაწყვიტოს, საკმარისად ეცადნენ თუ არა ტექნოგიგანტები მომხმარებლების უფლებების დაცვას. ამ მიმართულებით სააგენტომ გამოძიება გასული წლის მაისში დაიწყო და შედეგად, სხვადასხვა პლატფორმაზე ყალბი მიმოხილვები აღმოაჩინა.

“ჩვენი შეშფოთების საგანი ისაა, რომ ყალბმა მიმოხილვებმა მილიონობით ონლაინ მყიდველი შეიძლება შეცდომაში შეიყვანონ. უსამართლობაა, რომ ზოგიერთ ბიზნესს შეუძლია, რომ მათ პროდუქტს ან მომსახურებას ყალბი ხუთვარსკვლავიანი მიმოხილვა მიანიჭოს, ხოლო კანონმორჩილი ბიზნესი ზარალდება”,- ამბობს CMA-ს აღმასრულებელი დირექტორი ანდრეა კოშელი.

ამერიკული გიგანტური ტექნოლოგიური კომპანიების, როგორებიცაა Amazon-ი და Google, წინააღმდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი საქმე იწარმოება.

ბრიტანეთის გაფრთხილების შემდეგ Facebook-მა ქსელიდან 16 000 ყალბი მიმოხილვა წაშალა, ხოლო Amazon-ი აცხადებს, რომ გასულ წელს 200 მილიონი სავარაუდოდ ყალბი შეფასება გამოქვეყნებამდე დაბლოკა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბოდონი