LIVE

McDonald’s-ი აშშ-ში ლოიალობის პროგრამას ივლისიდან აამოქმედებს

23 ივნ 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 692
McDonald’s-ი აშშ-ში ლოიალობის პროგრამას ივლისიდან აამოქმედებს
Bloomberg

McDonald’s-ის დიდი ხნის ნანატრი ლოიალობის პროგრამა აშშ-ს ბაზარზე მომავალ თვეში გამოჩნდება, რაც საკვანძო ნაბიჯს წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების გიგანტის გაციფრულებაში.

სწრაფი კვების ობიექტების ჯაჭვი, რომელიც ამ პროგრამას რამდენიმე ბაზარზე  ცდიდა, აშშ-ს მთლიან ბაზარს 8 ივლისიდან დაფარავს. ლოიალობის პროგრამა გულისხმობს მომხმარებლების წვდომას McDonald’s-ის აპთან, სადაც შეაგროვებენ ქულებს და მიიღებენ უფასო პროდუქტებს შეგროვებულ ქულებზე დაყრდნობით.

ინვესტორები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ McDonald’s-ის აშშ-ს ლოიალობის პროგრამას, რომელიც Starbucks-ის პოპულარულ ლოალობის პროგრამას გაუწევს კონკურენციას.

აპლიკაციაზე დაფუძნებული პროგრამა წაახალისებს იმ მომხმარებლებს, რომელთა ტრანზაქციები ახლა ძირითადად ონლაინ რეჟიმს მიღმაა, რომ ციფრული ურთიერთობა დაამყარონ ბურგერების გიგანტთან. ამით ბრენდი შეძლებს მომხმარებლებს უფრო პერსონალიზებული, მონაცემებზე დაფუძნებული გამოცდილება შესთავაზოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენ რაილი მოფატი