LIVE

ByteDance-ის დამფუძნებელმა განათლების ფონდს $77 მილიონი გადასცა

23 ივნ 202113:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 642
ByteDance-ის დამფუძნებელმა განათლების ფონდს $77 მილიონი გადასცა
Gilles Sabrie/Bloomberg

ByteDance-ის დამფუძნებელმა ჟანგ იიმინგმა 500 მილიონი იუანის ($77.3 მილიონი) პირადი ქონება განათლების ფონდს გადასცა და შეუერთდა ჩინელ ინტერნეტ მაგნატებს, რომლებიც თანხის დიდ ნაწილს სოციალურ პროექტებში დებენ. 

"38 წლის მილიარდერმა თანხა გადარიცხა Fangmei-ის საგანმანათლებლო განვითარების ფონდში, რომელიც უნდა შეიქმნას სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონგიანში",- ნათქვამია საგანმანათლებლო ბიუროს განცხადებაში. ფონდი ფინანსებს მასწავლებელთა ტრენინგისთვის, edutech ინფრასტრუქტურისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის გამოიყენებს.

ჩინეთის მეოთხე უმდიდრესი ადამიანი, რომლის წმინდა ქონება დაახლოებით $44.5 მილიარდია, ვირუსული ჰიტების შემქმნელი, როგორიცაა TikTok და ახალი ამბების პროგრამა Toutiao, უერთდება ტექნიკურ ლიდერებს, მათ შორის Meituan-ის დამაარსებელს უანგ ინგსა და Tencent Holdings-ის პონი მას, ფილანტროპიული ძალისხმევის გასაძლიერებლად. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ზეპინ ჰუანი