LIVE

ბაიდენის ვაქცინების დონაციის გეგმაში საქართველოც მოხვდა

22 ივნ 202110:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 923
ბაიდენის ვაქცინების დონაციის გეგმაში საქართველოც მოხვდა
Bloomberg

თეთრმა სახლმა იმ ქვეყნების სია გაასაჯაროვა, რომლებიც ვაქცინებს აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის დონაციის გეგმის მიხედვით მიიღებენ.  

გეგმის მიხედვით, 55 მილიონი დოზიდან დაახლოებით 41 მილიონ დოზას მიიღებს Covax პლატფორმა, ხოლო 14 მილიონი "რეგიონალურ პრიორიტეტებსა და სხვა მიმღებებზე" განაწილდება. ამ ქვეყნებისა და რეგიონების სიაში საქართველოც ხვდება.  

საქართველოს გარდა, სიაში შედიან: კოლუმბია, არგენტინა, ჰაიტი, კარიბის სხვა ქვეყნები, დომინიკის რესპუბლიკა, კოსტა რიკა, პანამა, ავღანეთი, ბანგლადეში, პაკისტანი, ფილიპინები, ვიეტნამი, ინდონეზია, სამხრეთ აფრიკა, ნიგერია, კენია, განა, კაბო-ვერდე, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი, იემენი, ტუნისი, ომანი, უკრაინა, კოსოვო, მოლდოვა, ბოსნია და დასავლეთ სანაპირო და ღაზა.  

თავის მხრივ, Covax-ი ვაქცინებს შემდეგნაირად გაანაწილებს: დაახლოებით 14 მილიონს გამოყოფს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებისთვის, 16 მილიონი აზიას შეხვდება და 10 მილიონი კი აფრიკაში გაიგზავნება.

თეთრი სახლის განცხადებით, ვაქცინების მწარმოებლებსა და კონკრეტულ ქვეყნებში გასაგზავნ ოდენობას მოგვიანებით დაასახელებს.

55 მილიონი დოზის განაწილება ბაიდენის დონაციის გეგმის ნაწილია, რომელიც ივნისის ბოლომდე 80 მილიონი ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის გაგზავნას გულისხმობს, თუმცა შესაძლოა, ვაქცინების გადაზიდვების თარიღმა ერთი ან ორი თვით გადაიწიოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი