LIVE

გერმანია Apple-ის "ციფრული ეკოსისტემით" დაინტერესდა

22 ივნ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
გერმანია Apple-ის "ციფრული ეკოსისტემით" დაინტერესდა
Carsten Koall/Getty Images

გერმანია Apple-ის საქმიანობის შესწავლით ინტერესდება. ქვეყნის ფედერალური კარტელური ოფისი გეგმავს, რომ (The nation’s Federal Cartel Office) App Store ყურადღებით შეისწავლოს და დააკვირდეს ქმნის თუ არა Apple დომინანტ ბიზნესს iPhone-სა და iOS სისტემის გარშემო. 

"გამოძიების ძირითადი აქცენტი გაკეთდება App Store-ის მუშაობაზე, რადგან ის Apple-ს მესამე მხარის ბიზნეს საქმიანობაზე მრავალმხრივი გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევს. შევისწავლით Apple-ის ფართო ინტეგრაციას ბაზრის რამდენიმე დონეზე, მისი ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსების მასშტაბებსა და მონაცემებზე წვდომას",- ამბობს მარეგულირებლის ხელმძღვანელი, ანდრეას მუნდტი. 

Apple ანტიმონოპოლიურ სამსახურთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, მისი სისტემა ინოვაციისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძრავაა. "iOS აპლიკაციის ეკონომიკასთან" გერმანიაში 250 000-ზე მეტი სამუშაო ადგილია დაკავშირებული.

"App Store-მა გერმანელ დეველოპერებს თავისი ნამუშევრის მსოფლიოში გავრცელების საშუალება მისცა",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კარტელის ოფისი დამატებით სარეკლამო და მედია ინდუსტრიის საჩივრების განხილვასაც გეგმავს. საკითხი ეხება რეკლამის მომხმარებლების ინფორმაციის დაცულობას. 

მარეგულირებელმა ორგანოებმა ასევე შეიძლება განიხილონ Apple-ის შიდა გადახდის სერვისის სავალდებულო გამოყენების საკითხი, რასაც, ასევე, სწავლობს ევროკომისია.

წლის დასაწყისში გერმანიის ანტიმონოპოლიურ მარეგულირებელ ორგანოს მიენიჭა უფლებასმოსილება, შეისწავლოს ე.წ. ციფრული პლატფორმების წინააღმდეგ, რომლებიც ონლაინ ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

რამდენიმე თვის წინ სააგენტომ მსგავსი გამოძიება Facebook-ის, Google-სა და Amazon.com-ის წინააღმდეგ დაიწყო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარინ მატუშეკი