
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ელჩობის ცხრა კანდიდატი წარადგინა, მათ შორის ისრაელში, NATO-სა და მექსიკაში. კანდიდატებიდან ხუთი პოლიტიკური და ოთხი კარიერული დიპლომატია.
ტომ ნიდესი, საბანკო აღმასრულებელი დირექტორი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ისრაელში გააგრძელებს საქმიანობას. ჯულიანა სმიტი, ჯო ბაიდენის დიდი ხნის საგარეო მრჩეველი, NATO-ში წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს, ხოლო მექსიკაში ელჩადკენ სალაზარი, აშშ-ის ყოფილი შინაგან საქმეთა მდივანი დაინიშნება.
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის საბჭოში გააგრძელებს საქმიანობას გმირი მფრინავი, ჩესლი “სალი” სულენბერგერი, რომლის გონებამახვილობამ და სისწრაფემ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, როდესაც მდინარე ჰადსონში დაზიანებულ თვითმფრინავით დაეშვა.
ჯო ბაიდენს ხშირად აკრიტიკებენ ელჩების დაგვიანებული დანიშვნის გამო. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აპირებს შეინარჩუნოს კარიერულად და პოლიტიკურად დანიშნულთა ტრადიციული, 70%-30% თანაფარდობა.