LIVE

5 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა

14 ივნ 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 555
5 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტი 24.4%-ით გაზარდა და 1 მილიარდ 538 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტის ზრდა 15.7%-ია და ხუთ თვეში იმპორტმა 3 მილიარდ 481 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 მილიარდ 943 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7% შეადგინა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 მილიარდ 019 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2%-ით მეტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 ივნისს გამოქვეყნდება.