შიდა ტურიზმი 29%-ით გაიზარდა - პირველი კვარტლის სტატისტიკა

14 ივნ 202111:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 151
შიდა ტურიზმი 29%-ით გაიზარდა - პირველი კვარტლის სტატისტიკა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.8%-ით გაიზარდა და 554.0 ათასი შეადგინა.

ამასთან, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 094.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 234.6 ათასი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 23.4 პროცენტით მეტია 2020 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე. ვიზიტების უმრავლესობა - 47.1 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

გაზრდილია ვიზიტისას გაწეული ხარჯებიც. კერძოდ, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22%-ით და 149.2 ლარს უტოლდება.