LIVE

პოლონეთის ოპოზიცია მუნიციპალურ არჩევნებში იმარჯვებს

14 ივნ 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
პოლონეთის ოპოზიცია მუნიციპალურ არჩევნებში იმარჯვებს
JANEK SKARZYNSKI

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის მუნიციპალურ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციის საერთო კანდიდატმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში კომფორტული უპირატესობით გაიმარჯვა და მმართველი პარტია დაამარცხა. 

რჟესოვში მიღებული შედეგი აჩვენებს, რომ გაერთიანების შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია, ეფექტურად დაუპირისპირდეს მმართველ პარტიას.

TVN-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის თანახმად, კონრად ფიჯოლექმა ხმების 55,8% მიიღო. ფიჯოლექს მხარს უჭერდნენ სამოქალაქო პლატფორმა, მოძრაობა Polska 2050, ფერმერთა პარტია და მემარცხენეები.

რჟესოვის მოსახლეობა თითქმის 200,000-ია, ის პოდკარპაციეს რეგიონის დედაქალაქია, სადაც 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში 62,4% მმართველმა, Law&Justice პარტიამ მიიღო. 

რჟესოვში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 81 წლის ტადეუშ ფერენცმა თანამდებობა დატოვა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაჩიე ონოშკო