LIVE

პოსტ-პანდემიური ხარჯვის ფონზე, Lamborghini-ის გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

13 ივნ 202116:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 623
პოსტ-პანდემიური ხარჯვის ფონზე, Lamborghini-ის გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა
Bloomberg

Lamborghini აცხადებს, რომ მიმდინარე წელს თითქმის ყველა მოდელი მთლიანად ამოყიდა და ოქტომბრამდე შეკვეთები შევსებულია. როგორც ჩანს, ეს პოსტ-პანდემიური "თავისუფალი ხარჯვის" შედეგია.

სუპერავტომობილების იტალიური ბრენდისთვის 2021 წელი ზრდის წელი იქნება. ამ დრომდე ბრენდმა მისი წარმოების მოცულობის 10 თვის მარაგი უკვე გაყიდა. ამის შესახებ ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ვინკელმანმა Milano Monza Motor Show-ს ინტერვიუში განაცხადა.

”პანდემიის გამო ორთვიანი დახურვის მიუხედავად, Lamborghini-ისთვის 2020 წელი მეორე საუკეთესო წელი იყო, რაც ოდესმე ჰქონია”, - განაცხადა ვინკელმანმა. პირველი კვარტლის განმავლობაში Lamborghini-ის გაყიდვები თითქმის 25%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

Lamborghini ასევე მუშაობს მოდელების ელექტრიფიკაციაზე. ბრენდი 2024 წლისთვის თითოეული მოდელის ჰიბრიდული ვერსიების შესათავაზებლად რეკორდულ 1,5 მილიარდ ევროს დახარჯავს, ათწლეულის მეორე ნახევარში კი აპირებს პირველი ავტომობილის გამოშვებას, რომელიც მხოლოდ ბატარეით იმუშავებს.

სუპერმანქანების მწარმოებლები, როგორიცაა Ferrari და Lamborghini, ბრენდების ძლიერი ძრავების ისტორიის გათვალისწინებით, EV მოდელებზე ნელ-ნელა გადადიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ლეპიდო