LIVE

ლირა ბაიდენ-ერდოღანის შეხვედრის მოლოდინში მაისის შემდეგ ყველაზე მეტად გამყარდა

12 ივნ 202114:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 764
ლირა ბაიდენ-ერდოღანის შეხვედრის მოლოდინში მაისის შემდეგ ყველაზე მეტად გამყარდა
Bloomberg

თურქული ლირა მაისის შუა რიცხვების შემდეგ ყველაზე მეტად გამყარდა, რაც თურქეთის თავდაცვის უმაღლესმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პროგრესს აშშ-სთან დაპირისპირების მოგვარებაში. აშშ-სთან დაძაბულობა ანკარას მიერ რუსეთის სარაკეტო თავდაცვის შესყიდვას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ აკარმა დაწვრილებით არ ისაუბრა, შეთანხმების მიღწევის მოლოდინები ბრიუსელში პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირველი შეხვედრის წინ მცირეა. აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტები შესაძლოა ნდობის აღდგენის საკითხებზე და შეზღუდულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა მოლაპარაკებების გამართვაზე, თუმცა ვაშინგტონმა ეს წინადადება უკვე უარყო.

"ბაიდენ-ერდოღანის მოლაპარაკების შესახებ ბაზრის მოლოდინი, რა თქმა უნდა, ძლიერდება. საფრთხე იმაშია, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს”, - აღნიშნავს ლონდონის BlueBay Asset Management-ის სტრატეგი ტიმ ეში.

ლირა დოლართან მიმართებით 1,7%-ით გამყარდა და 8.2860 დოლარი შეადგინა. კვირის განმავლობაში ლირა 4,4% -მდე გამყარდა დოლართან მიმართებით, რაც მისი საუკეთესო ყოველკვირეული მაჩვენებელია მარტიდან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელქან ქაჩაუღლუ