LIVE

რატომ შეჩერდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადება?

10 ივნ 202116:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 905

ორგანიზაციები, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს ატრენინგებდნენ, შრომის ინსპექციას აკრიტიკებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ პროგრამის შეჩერების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ წერილობით მიიღეს, ყოველგვარი განმარტებების გარეშე. 

"წარმოდგენა არ გვაქვს რომელი სტანდარტებით ფასდება კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან ეს პროგრამა. შესაბამისად, არც არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია შრომის ინსპექციასთან. მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფოსტით ვიღებდით შეტყობინებას, რომ ესა თუ ის ტრენერი, ლექტორი ვერ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა არგუმენტები ძალიან სუსტი იყო",- აცხადებს "საფკოს" დირექტორი, დავით თხელიძე.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში ბიზნეს ასოციაციაში "ბიზნეს ფორმულას" განუცხადეს, რომ ორგანიზაციები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებზე სერტიფიკატებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გასცემდნენ. თავის მხრივ, შრომის ინსპექციაში აღნიშნეს, რომ ვერც ერთმა ორგანიზაციამ სტანდარტები ვერ დაიცვა და შესაბამისად, ავტორიზაცია შეუჩერდათ.