2020 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 24%-ით გაიზარდა

10 ივნ 202120:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 204
2020 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 24%-ით გაიზარდა

2020 წელს აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 24%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის შიდა მოხმარების სტრუქტურაში აფხაზეთზე 16% მოდის და გასულ წელს მიწოდებული ელექტროენერგია 2,552 მლნ.კვტ.სთ-ია.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთი "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება.