"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" (IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, სელიმ ჩეკირი "საპენსიო სააგენტოს" ურჩევს, მუდმივად დაიცვას ფონდში აკუმულირებული თანხები და სააგენტოს რეპუტაცია.
მისი შეფასებით, საპენსიო სისტემა ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.
"საპენსიო სისტემის არსებობა ხელს უწყობს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საპენსიო ფონდი არის ინსტიტუციური ინვესტორი, რომელიც ზრდის მოთხოვნას გრძელვადიან ლარის ინსტრუმენტებზე და ასევე ხელმისაწვდომს ხდის ლარის გრძელვადიან საფინანსო რესურსს. გრძელვადიანი ლარის ინსტრუმენტების არსებობა ეხმარება ეკონომიკის დოლარიზაციის დონის შემცირებას, რითაც ეკონომიკა უფრო მედეგი იქნება გაცვლითი კურსის ცვალებადობის მიმართ",- აღნიშნავს სელიმ ჩეკირი.