
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აუქმებს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ აკრძალვებს ჩინეთის საკუთრებაში არსებულ TikTok და WeChat აპლიკაციებზე და ამის ნაცვლად განიხილავს პროგრამულ შეზღუდვებს კიბერ-თავდამსხმელებზე, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ამერიკელების პირად მონაცემებს.
ბაიდენმა სავაჭრო მდივანს, ჯინა რაიმონდოს დაავალა, შეაფასოს პროგრამები და დაბლოკოს ის, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.
ბრძანება ანაცვლებს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკას, რომელიც სპეციალურად ჩინურ კომპანიებზეა მიმართული, მათ შორის TikTok-ის მფლობელის, ByteDance-ისა და WeChat-ის მფლობელ Tencent Holdings-ის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპის პოლიტიკა ტექნოლოგიურ კომპანიებს სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენი ლეონარდი