დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

09 ივნ 202117:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 4109
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1387 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1471 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.84 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8273 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8316 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.