LIVE

FAO: სურსათის ფასმა 10–წლიანი ანტირეკორდი დაამყარა 

07 ივნ 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1098

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში სურსათის ფასები 2011 წლის სექტემბრის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმზეა. მაისში სურსათის ფასების ინდექსი 4.8%-ით  გაიზარდა და 127.1 ქულა შეადგინა. ინდექსის ზრდა კარაქის, შაქრისა და ბურღულეულის ფასების მატებას უკავშირდება. გაზრდილია ხორცისა და რძის პროდუქტების ფასიც. 

ანალიტიკოსები ფასების ინდექსების მატებას გლობალურ პანდემიას, ასევე კონკრეტული პროდუქტების წარმოების შემცირებასა და ბუნებრივ კატაკლიზმებს უკავშირებენ.

გლობალური ტენდენციები აისახა საქართველოზეც. ადგილობრივ  ბაზარზეც გაძვირებულია პირველადი მოხმარების პროდუქტები, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველოში რეკორდულად მაღალი, 7.7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.