LIVE

ჩინეთის სავაჭრო ბუმი გრძელდება

07 ივნ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 978
ჩინეთის სავაჭრო ბუმი გრძელდება
Bloomberg

მაისში ჩინეთის ექსპორტის ზრდა გაგრძელდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით ნელი ტემპით, რასაც ძლიერი გლობალური მოთხოვნა და მსოფლიო ეკონომიკების გახსნა განაპირობებს. სასაქონლო ფასების ზრდის ფონზე, გაიზარდა იმპორტიც.

ექსპორტი დოლარში თითქმის 28%-ით გაიზარდა მაისში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რაც პროგნოზებს ვერ ამართლებს, თუმცა ისტორიულ ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, უკეთესია. იმპორტი ჩინეთში 51.1%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე სწრაფი ზრდაა 2010 წლის მარტის შემდეგ, ხოლო დადებითი სავაჭრო ბალანსი $45.5 მილიარდია.

ჩინურ საქონელზე მოთხოვნა საზღვარგარეთაც ძლიერი დარჩა, რადგან ბრიტანეთიდან აშშ-მდე ეკონომიკები თვეების ლოკდაუნების შემდეგ გაიხსნა, რაც სამომხმარებლო ხარჯებს აძლიერებს. გლობალური აღდგენის გაძლიერების მანიშნებელია ასევე სამხრეთ კორეის ექსპორტის რეკორდული ზრდა 1988 წლის მაისის შემდეგ.

ამასთან, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Covid-19-ის ახალმა ტალღებმა ამ ქვეყნებში წარმოებას ხელი შეუშალა, რაც საექსპორტო შეკვეთას ჩინეთისთვის კიდევ უფრო ზრდის. ვირუსის ახალი ტალღები ასევე აძლიერებს ამ ქვეყნების მოთხოვნას ჩინურ წარმოებაში არსებულ სამედიცინო საქონელზე. 

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიხედვით, ჩინური ექსპორტი კარგ იმპულსს წლის პირველ ნახევარშიც შეინარჩუნებს.

საქონელზე გაზრდილი ფასები ასევე განაგრძობს იმპორტის ზრდასაც. პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის ძლიერი აღდგენა აძლიერებს მოთხოვნას საქონელზე და ხელს უწყობს მათი ფასების ზრდას. რკინის მადნისა და კონცენტრატის იმპორტი ღირებულებით წლის პირველ 5 თვეში 85.5%-ით გაიზარდა, მაგრამ მოცულობით მხოლოდ 6%-ით. სპილენძის მადნისა და კონცენტრატის იმპორტი 54.5%-ით გაიზარდა, მაგრამ მოცულობით მხოლოდ 6.4%-ით.

რეკორდული ფასები საქონელზე ზრდის ბიზნესის ხარჯებს. ამის გამო მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაიწყო კამპანია ფასების შერბილებისა და ინფლაციური ზეწოლის შემცირების მიზნით.

ჩინეთის მაისის ექსპორტში მოულოდნელი უარყოფითი სიურპრიზი - ახალი საექსპორტო შეკვეთების შემცირების შემდეგ - მიუთითებს, რომ ქვეყნისთვის გარე მოთხოვნა ნორმალიზდება. თუმცა ზრდის ტემპი კვლავ ძლიერი იყო, რაც მხარდაჭერის წყაროა წარმოებაზე დაფუძნებული აღდგენისთვის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია