
Paula's Choice, რომელიც კანის მოვლის საშუალებებს- საწმენდებს, მზისგან დამცავ საშუალებებს და დამატენიანებლებს ყიდის, წელს აქციების თავდაპირველ საჯარო შეთავაზებას გეგმავს.
სიეტლში დაფუძნებული კომპანია, რომელსაც 2016 წლიდან კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა TA Associates უჭერს მხარს, თავდაპირველი საჯარო შეთავაზების სახით $300 მილიონის ან მეტი თანხის შეგროვების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს.
კომპანია, რომელიც ბუნებრივი და სინთეზური ინგრედიენტებით ამზადებს პროდუქტს და ცხოველებზე ტესტირებაზე უარს ამბობს, პაულა ბეგუნის მიერ 1995 წელს დაარსდა. Paula's Choice ოპერირებს აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიასა და აზიაში და ასავე იყიდება ისეთ საცალო მოვაჭრეებთან, როგორიცაა Amazon, Sephora და Nordstrom.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გილიან ტანი