LIVE

Microsoft ახალ Windows-ს 24 ივნისს წარადგენს

02 ივნ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 527
Microsoft ახალ Windows-ს 24 ივნისს წარადგენს
Andrew Harrer/Bloomberg

Microsoft-ი Windows-ის პროგრამის ახალ ვერსიას 24 ივნისს წარადგენს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ განახლებას ათწლეულის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერების ოპერაციულ სისტემაში განხორციელებულ ერთ-ერთი “ყველაზე მნიშვნელოვანი” ცვლილება უწოდა.

ახალი პროგრამა მოიცავს დიზაინის ცვლილებებს, Windows app-ის საშუალებით დამატებით შესაძლებლობებს დეველოპერებისთვის, მომხმარებლებისთვის კი საინტერესო თემების უფრო ადვილად დაკავშირების გზებს.

პროგრამა გავრცელდება ე.წ. Windows ინსაიდერებში, რომლებიც დარეგისტრირდებიან ახალი პროდუქტების შესამოწმებლად. ფართო მოხმარებისთვის კი განახლებული Windows-ი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გახდება ხელმისაწვდომი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დინა ბასი