LIVE

ჩინეთი წყვილებს სამი შვილის ყოლის უფლებას აძლევს

31 მაი 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1298
ჩინეთი წყვილებს სამი შვილის ყოლის უფლებას აძლევს

ჩინეთი თითოეულ წყვილს სამი შვილის ყოლის უფლებას აძლევს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება გაკეთდა პოლიტბიუროს შეხვედრაზე, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უძღვებოდა. 

გადაწყვეტილებით ქვეყანა ცდილობს შეცვალოს მოსახლეობის შემცირების ტენდენცია, რომელიც თავის მხრივ, ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის. 

ჯერჯერობით უცნობია, როდიდან ამოქმედდება ახალი დადგენილება.

მედია ასევე იუწყება, რომ პოლიტბიუროს შეხვედრაზე ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შობადობის ხელშეწყობის მიზნით, გასატარებელ ზომებზეც იმსჯელეს.

აქამდე ქვეყანაში წყვილებს მხოლოდ ორი შვილის ყოლის უფლება ჰქონდათ. 

2016 წლამდე, ათწლეულების განმავლობაში, ჩინეთში ერთი შვილის პოლიტიკა მოქმედებდა. ამ ცვლილების მიუხედავად,
მაისის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემებით, 1950-იანი წლების შემდეგ, ქვეყანაში მოსახლეობის ზრდის ყველაზე ნელი ტემპი დაფიქსირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია