LIVE

Amazon-ი კინოსტუდია MGM-ს $8,45 მილიარდად შეიძენს

28 მაი 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 731
Amazon-ი კინოსტუდია MGM-ს $8,45 მილიარდად შეიძენს
Bloomberg

Amazon-ი თანახმაა შეიძინოს კინო კომპანია Metro-Goldwyn-Mayer $8,45 მილიარდად. 

სტრიმინგ სერვისების სიმრავლემ, როგორებიცაა HBO Max და Disney +, ზეწოლა მოახდინა Amazon-ზე მეტი პროგრამირების შესაძენად. Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა ღიად განაცხადა, რომ სურს კინემატოგრაფიაში ფართოდ ჩართვა და MGM-ის ზღვა მასალა სწორედ ასეთ შესაძლებლობას იძლევა.

საცალო ვაჭრობის კონკურენტმა, როგორიცაა Walmart უფრო დახვეწილ ონლაინ მაღაზიებს ნერგავს, რის ფონზეც Amazon-მა კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს, რომ მისი 200 მილიონი ძირითადი გამომწერი შეინარჩუნოს.

ეს შესყიდვა Amazon-ის უდიდესი შენაძენია მას შემდეგ, რაც მან 2017 წელს Whole Foods იყიდა $13.7 მილიარდად და გასულ წელს, მისი ვიდეო და მუსიკალური სერვისებისთვის, დაახლოებით $11 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. 

MGM წლების განმავლობაში იყიდებოდა, მაგრამ შეთანხმება ვერავისთან შედგა. კომპანიამ ახალი ინიციატივა გასულ წელს გამოამჟღავნა, როდესაც მრჩევლებს კლიენტების ძებნა დაავალა.

პანდემიის დაწყებამ განსაკუთრებით დააზიანა MGM. მისი მოსალოდნელი ფილმი, ახალი ჯეიმს ბონდის ფილმი "სიკვდილის დრო არ არის", არაერთხელ გადაიდო. კომპანიას დაუკავშირდნენ Apple და Netflix ფილმის ყიდვის თაობაზე ონლაინ სერვისებისთვის, მაგრამ გარიგება ვერ შედგა.

Metro-Goldwyn-Mayer სათავეს იღებს 1920-იანი წლების მარკუს ლოვეს Metro-სა და ჰოლივუდის ლეგენდა ლუი მაიერის კინოკომპანიის შერწყმის შედეგად. სტუდია, შესანიშნავი სურათების შექმნისას, როგორიცაა „დოქტორ ჟივაგო”და „2001: კოსმოსური ოდისეა”, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ფინანსურ სირთულეებში იმყოფებოდა. ათწლეულების განმავლობაში მას ფლობდა ჟურნალი Time, CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი და მილიარდერი კერკ კერკორიანი.

ტერნერმა შეინარჩუნა MGM-ის ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი, რომელიც ახლა ეკუთვნის AT&T-ს WarnerMedia-ს, რომელიც მალე Discover-ის საკუთრება გახდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ქელი გილბლომი და სპენსერ სოპერი