
მთელ მსოფლიოში, საცალო ვაჭრობის მენეჯერები ცდილობენ მომხმარებლებს გაუმარტივონ შესყიდვის ფორმები, რომელიც შეხების გარეშე განხორციელდება. იაპონიის ერთ კომპანიას ამბიცია აქვს, რომ მის ტექნოლოგიას შეუძლია ამ ამოცანის გადაჭრა: Smart ბეჭედი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს საფულისა და გასაღების ფუნქცია.
იაპონიის ჯანმრთელობისა და ესთეტიკის კომპანია MTG-მა დაიწყო Evering-ის გაყიდვა, რომელიც უნივერსალური ციფრული საფულის სახეობაა. ცირკონისგან დამზადებული, დაჩიპული ბეჭდით შესაძლებელია კარის დაკეტვა, როდესაც სარბენად გადიან და მაღაზიებში გადახდა.
მიმდინარე თვის დასაწყისში, MTG-მა იაპონიაში ხელშეკრულება გააფორმა Visa-სთან 3000 ბეჭდის გაყიდვის თაობაზე.
Covid-19 პანდემიამ შეხების გარეშე შესყიდვები ბევრად უფრო პოპულარულ მეთოდად აქცია. Amazon.com ნერგავს მაღაზიებს მოლარეების გარეშე და ტექნოლოგიას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მაღაზიებში შევიდნენ და ხელის მტევნის სკანირების გამოყენებით გადაიხადონ. იაპონიაში, Signpost-მა მატარებლის სადგურებზე სალაროები გახსნა, რომლებსაც არ ჰყავს რეგისტრატორები. ჩინეთში უკვე გამოიყენება ტექნოლოგიები, რომლებიც სახის ამომცნობ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს.
„გვსურს ისეთი სამყარო შევქმნათ, რომელშიც ადამიანები ბეჭდის საშუალებით შეძლებენ ცხოვრებას“,- განაცხადა იოშიჰიტო ოტამ, MTG-ს თავმჯდომარემ.
Evering-ის მფლობელები შეძლებენ გადახდების განხორციელებას, ტერმინალის თავზე მისი გადატარებით. იაპონიაში მისი საწყისი ფასი $182 იქნება. ეს ბეჭედი წყალგაუმტარია და დატენვას არ საჭიროებს, დაკავშირებულია საკრედიტო ბარათთან და გადახდის ისტორიებზე სმარტფონების საშუალებით შეგიძლიათ წვდომა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: შიჰო ტაკეზავა და მასაცუგუ ჰორი