
ჰარი პოტერის სათვალე და ინდიანა ჯოუნსის ქუდი იმ 1200-ზე მეტ აქსესუარს შორისაა, რომელსაც მაღაზია Prop Store ივნისში აუქციონზე გაყიდის.
მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერი მეთ ტრუექსი ამბობს, რომ აუქციონი, რომელიც 29-ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება, აქამდე ჩატარებულ აქციონებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება და შესაბამისად, კოლექციონერების მხრიდან ნივთების მიმართ დიდ ინტერესს ელოდებიან.
მაღაზია ვარაუდობს, რომ ყველაზე დიდ ინტერესს გამოიწვევს ჯოხი და სათვალე, რომელსაც ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი ფილმის Harry Potter and the Deathly Hallows გადაღებისას ატარებდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა Warner Brothers-ს ჰარი პოტერის ქუდი და სათვალე აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს. თითოეული მათგანი $30 000-დან $50 000-მდეა შეფასებული. ამ ნივთების საფასური მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას.
რაც შეეხება ქუდს, რომელსაც ჰარისონ ფორდი ფილმში Indiana Jones and the Temple of Doom ატარებდა, $250 000-დან $350 000-მდეა შეფასებული.
კოლექციონერები კატალოგში ასევე ნახავენ ნივთებს ცნობილი ფილმებიდან Terminator 2: Judgment Day, Batman, Elf, Top Gun და The Muppets.
მაღაზია ვარაუდობს, რომ აუქციონიდან მიღებული თანხა $6.1 მილიონს გადააჭარბებს.