LIVE

ჯასტინ ლინი Fast & Furious-ის ბოლო თავის შესახებ

22 მაი 202119:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1123
ჯასტინ ლინი Fast & Furious-ის ბოლო თავის შესახებ
Bloomberg

2001 წლიდან "Fast & Furious" ფილმებმა მსოფლიო მასშტაბით $5 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ჯასტინ ლინი, რომელმაც საკულტო ფრენჩაიზის მე-3 ნაწილიდან მე-6 ნაწილამდე გადაიღო Fast & Furious 9-ისთვის დაბრუნდა, რამაც ფილმის ფანები განსაკუთრებით ააღელვა. მისი თქმით, FF9 საბოლოო თავის მხოლოდ დასაწყისია.

როგორც ლინი იხსენებს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ Fast & Furious-ისთვის მისი პირველი ფილმის Tokyo Drift-ის ინსპირაცია მანქანების და დრიფტის რეალური მოყვარულებისგან მიიღო. 

"გადავწყვიტე დრო გამეტარებინა იმ ადამიანებთან, ვისაც უყვარდა მანქანები და დრიფტი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ნამდვილად გავრკვეულიყავი და გამეგო რა იყო მანქანებით გატაცება. ეს იყო ის, რაც ვფიქრობ, აღმოჩნდა Tokyo Drift-ის იდეა - რომ ავტომობილების მოყვარულ ადამიანებს მოწონებოდათ ეს ფილმი",- ამბობს ლინი Bloomberg Businessweek-თან ინტერვიუში.

ლინის თქმით, მე-9 ნაწილი არ იქნება ბოლო ფილმი Fast & Furious-ის სერიაში. როგორც ფილმის რეჟირსორი ამბობს, შემდეგ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, მისგან Fast & Furious-ის კიდევ ორ ფილმს უნდა ველოდოთ.

"ჩვენ ახლა წერის პროცესში ვართ. ის ნამდვილად მომწიფების ფაზაშია. Fast 9 არის ბოლო თავის პირველი ფილმი. ასე რომ, ეს ძალიან თავისუფალი პროცესია. მასალა, რაც ამ უკანასკნელ თავში უნდა მოვყვეთ,  კიდევ ორი ​​ფილმისთვის გვაქვს",- ამბობს ლინი Fast & Furious-ის შემდეგი ნაწილების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ Universal Pictures-ის Fast & Furious 9-ის გადაღებები საქართველოშიც მიმდინარეობდა. ფილმში მოხვდა თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა ლოკაციები, მათ შორის რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები და თავისუფლების მოედანი. 

საქართველოში გადაღებებზე სტუდიამ 32 მილიონი ლარამდე დაიხარჯა. ფილმის გადაღებები "გადაიღე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და პირველი ამ მასშტაბის პროექტია როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.

Bloomberg-ის ორიგინალური ინტერვიუ