ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოში ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მადრიდში, სადაც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს, საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი გამოიკვეთა.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოში ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე თავდაპირველად, პესიმისტური პროგნოზებით ვვარაუდობდით. აღდგენა, 30%-ზე გაცილებით მეტი იქნება. სავსებით შესაძლებელია, 50%-მდეც იყოს. ბევრი რამ გლობალურ პანდემიაზეა დამოკიდებული, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“,- აცხადებს ნათია თურნავა.
მინისტრი ვარაუდობს, რომ ზაფხულის სეზონისთვის მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება, რაც ტურისტების დამატებითი ნაკადების შემოსვლას შეუწყობს ხელს.