LIVE

გერმანიაში ლეგალურად საქართველოს 54 მოქალაქე დასაქმდა

18 მაი 202113:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 2775
გერმანიაში ლეგალურად საქართველოს 54 მოქალაქე დასაქმდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გერმანიაში, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით ჯამში ოთხი ჯგუფი, საქართველოს 54 მოქალაქე გაემგზავრა.

როგორც "ბიზნეს ფორმულას" დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები ბრანდენბურგსა და ბადენ-ვურტემბერგში არიან დასაქმებული. მიგრანტები ამ ეტაპზე მუშაობენ სხვადასხვა კულტურების დარგვის, მარწყვის, მოსავლის აღებისა და სატაცურის დაკრეფის სამუშაოებზე.

სააგენტოს განცხადებით, ამ დროისთვის გერმანული მხარის მიერ გადმოგზავნილია ინფორმაცია 632 ვაკანტური ადგილის შესახებ და ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანული მხარე იღებს, საქართველოდან საპასუხოდ გაიგზავნა 730 განაცხადი.

ცნობისთვის, გერმანიაში დროებითი, ლეგალური დასაქმების მსურველებისთვის რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, 1-დან 3 თვემდე ვადით.