LIVE

ახალი კრიპტოვალუტა Internet Computer-ი საბაზრო კაპიტალიზაციით $45 მილიარდს აღევს

16 მაი 202119:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1992
ახალი კრიპტოვალუტა Internet Computer-ი საბაზრო კაპიტალიზაციით $45 მილიარდს აღევს
cryptonewsflash

ციფრული ვალუტა, რომელიც ბაზარზე ორშაბათს გამოჩნდა და Internet Computer-ის სახელით არის ცნობილი უკვე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო ღირებულება უკვე დაახლოებით $45 მილიარდს აღევს.

ეს მას სიდიდით მერვე ციფრულ აქტივად აქცევს. ახალი კრიპტოვალუტის და მასთან დაკავშირებული ციფრული წიგნის მიზანია დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს ინტერნეტში გამოაქვეყნოს ნებისმიერი რამ ციფრული გიგანტების გავლის გარეშე, როგორიცაა Amazon.com ან Facebook-ი ან გამოიყენოს სერვერები და კომერციული ღრუბლოვანი სერვისები.

პროექტის დამფუძნებლის დომინიკ უილიამსის თქმით, კრიპტოვალუტის მიზანია თავიდან იქნას აცილებული კორპორატიული ბარიერები და შეამციროს ხარჯები.

მონეტის ქსელი, თავისი არსით და ფუნქციონირებით, კონკურენციას უწევს სიდიდით მეორე კრიპტივალუტის, ეთერიუმის ქსელს. ის უერთდება მრავალ სხვა მონეტას და მასთან დაკავშირებულ ქსელებს, მათ შორის Polkadot-ს და Binance Coin-ს

Internet Computer-ის ფასი, CoinMarketCap-ის მიხედვით $317-ს შეადგენს. ყველა კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო ღირებულება ამჟამად $2.48 ტრილიონია. წლის დასაწყისში ეს ციფრი $1 ტრილიონზე ნაკლები იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი