
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ უკრაინის მისწრაფებები განიხილეს. ინფორმაცია ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
საუბრისას მხარეებმა “უკრაინაში შექმნილი ვითარება” და უკრაინის NATO-სთან თანამშრომლობის მჭიდრო სურვილი განიხილეს.
2021 წლის აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, რომლის დროსაც უკრაინის ლიდერმა NATO-ში გაწევრიანებას დონბასის ომის დასრულების ერთადერთ საშუალება უწოდა. შეერთებული შტატების, კანადის, ლიტვის, პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის კარი უკრაინისთვის ღიაა.