LIVE

აშშ-მა 12-15 წლის მოზარდებისთვის Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა

11 მაი 202110:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 729
აშშ-მა 12-15 წლის მოზარდებისთვის Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ" Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის დაამტკიცა.

“დღევანდელი ნაბიჯი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ახალგაზრდები COVID-19-სგან დავიცვათ, გვაახლოებს ნორმალურ ცხოვრებასთან და პანდემიის დასრულებასთან”,- ამბობს FDA-ის კომისრის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანეტ ვუდკოკი

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების შემთხვევაში ვირუსი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ისინი დაავადებას ავრცელებენ და გავლენას ახდენენ შემთხვევების მატებაზე. რადგან აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის დიდი წილი უკვე აიცრა, მედიცინის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვების ჯგუფი არის “ძრავა”, რომელიც პანდემიის ჩაქრობას ხელს უშლის.

აშშ მეორე ქვეყანაა, რომელიც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას 12-15 წლის მოზარდებისთვის ამტკიცებს. გასულ კვირას მოზარდებში გამოყენების ავტორიზაცია პრეპარატმა კანადაში მიიღო.

FDA-მა Pfizer-ის ორდოზიანი ვაქცინა გასულ წელს 16+ პირებისთვის დაამტკიცა. აშშ-ში დაშვებული ვაქცინები: Moderna და Johnson & Johnson-ი ავტორიზებულია 18+ მოსახლეობისთვის.

აშშ-ში 12-15 წლის მოზარდები მოსახლეობის 5,3%-ს შეადგენენ. მათ აცრაზე ნებართვა მნიშვნელოვნად დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს.

Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, მათი ვაქცინა 12-15 წლის მოზარდებში 100%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. 

დღეს მიმდინარე კვლევები 12 წლამდე ბავშვებში ვაქცინის გამოყენებას სწავლობენ. კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრისგე