LIVE

ჯო ბაიდენი NATO-ს აღმოსავლეთ ევროპის სამიტს დაესწრო

10 მაი 202122:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 720
ჯო ბაიდენი NATO-ს აღმოსავლეთ ევროპის სამიტს დაესწრო
REUTERS/Jonathan Ernst

ბუქარესტმა NATO-ს აღმოსავლეთ ევროპის სამიტს უმასპინძლა. ვიდეოკონფერენციას შეუერთდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რუმინეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.

სამიტის ძირითადი თემა რეგიონში მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ძალების ზრდა იყო. შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი ივნისში დაგეგმილი NATO-ს სამიტის წინ, უსაფრთხოების საკითხებზე პოზიციების შეჯერება წარმოადგენდა. 

"აღმოსავლეთ ევროპის NATO-ს ქვეყნებს ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირე სამხედრო ძალების წარმომადგენლობის ზრდა სურთ",-განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ვირტუალური სამიტის შემდეგ.

სამიტის დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენს კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე, ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებდა, რომ შეუძლია გაზარდოს უსაფრთხოების სფეროში დახმარება.

იენს სტოლტენბერმა განაცხადა, რომ სამიტში ჯო ბაიდენის მონაწილეობა აჩვენებს “აშშ-ს ერთგულებას ალიანსების აღდგენისა და NATO-ს განმტკიცებისკენ”.