LIVE

თურქეთი ინფლაციის მკვლევარ დამოუკიდებელ ორგანიზაციას უჩივის

10 მაი 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 485
თურქეთი ინფლაციის მკვლევარ დამოუკიდებელ ორგანიზაციას უჩივის
Bloomberg

თურქეთის სტატისტიკის ორგანომ განაცხადა, რომ მან სისხლის სამართლის საჩივარი ინფლაციის დამოუკიდებელი მკვლევარების წინააღმდეგ, გაუმართავი მეთოდოლოგიის გამო შეიტანა და არა მათი შედეგების გამო, რაც ფასების ზრდას ოფიციალურ მონაცემებზე მეტს აჩვენებს.

სამთავრობო უწყებამ ENAGroup-ის, ინფლაციის შემსწავლელი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაჯარიმება ოფიციალური სტატისტიკური ინსტიტუტის "მიზანმიმართული შეურაცხყოფისთვის" და "საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანისთვის" მოითხოვა.

ENAGroup-მა ინფლაციის შესახებ საკუთარი მონაცემების გამოქვეყნება სექტემბერში ოპოზიციური პარტიების განცხადებების ფონზე დაიწყო, იმის შესახებ, რომ ოფიციალური სააგენტო არასწორად აფასებს ფასების ზრდას.

თურქეთის ფინანსთა მინისტრის, ლუთფი ელვანის განცხადებით, ჯგუფი მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტს და მისი დისკრედიტაცია მოახდინოს მცდარი მონაცემების გავრცელებით, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები იყენებენ.

”არ არსებობს, რომ TurkStat-ს ციფრებთან ეთამაშა ან ინფლაცია 30%-40%-ს აღწევდეს”,- აცხადებს მინისტრი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პატრიკ საიკსი და სექან ჰაჩაუღლუ