LIVE

ბილ გეიტსის ფონდი ევროპულ "მწვანე" ცემენტის მწარმოებელში დებს ინვესტიციას

10 მაი 202114:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 719
ბილ გეიტსის ფონდი ევროპულ "მწვანე" ცემენტის მწარმოებელში დებს ინვესტიციას
Bloomberg

Breakthrough Energy Ventures-მა, $2 მილიარდიანმა ფონდმა, რომელსაც ბილ გეითსი ხელმძღვანელობს ცემენტის კომპანიაში ჩადო ინვესტიცია, რომელიც ნახშირბადის დაბალი ემისიით გამოირჩევა.

Ecocem Materials-ი, რომელიც ირლანდიაში მდებარეობს, განსაკუთრებით რთული პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს, რომელიც სათბურის გაზების ემისიის შემცირებას გულისხმობს. ცემენტის წარმოება გლობალური ნახშირბადის დაბინძურების 8%-ს შეადგენს. 

ამ მიმართულებით გამონაბოლქვების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია კლინკერის წარმოებასთან, რომელიც საბოლოო პროდუქტის 70%-ს შეადგენს. ეს არის ის, რაც წყალსა და ხრეშს აერთიანებს ბეტონის დასამზადებლად. კლინკერის დამზადება წარმოქმნის დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს.

პრობლემის მოსაგვარებლად, Ecocem-ი ყიდის წიდას, როგორც კლინკერის შემცვლელს. ამჟამად მრავალი ევროპული კომპანია ყიდის "მწვანე" ცემენტს, კლინკერის ნაწილის Ecocem-ისგან ნაყიდი წიდით ჩანაცვლებით.

Ecocem- ის დამფუძნებლის, დონალ ო'რაიანის თქმით, ამჟამად ყოველწლიურად გლობალური მასშტაბით მხოლოდ 300 მილიონი ტონა წიდა მზადდება. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყოველწლიურად მილიარდობით ტონა ცემენტის წარმოება უზრუნველყოს. ამიტომ Ecocem-ი ცემენტში წიდისა და კლინკერის წილის შემცირების გზებზე მუშაობს.

Breakthrough Energy-მ და მისმა ევროპულმა განშტოებამ Ecocem-ში 22,5 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო. ეს თანხა საშუალებას მისცემს კომპანიას მიიღოს ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოებისგან თანხმობა, რომ მისი ახალი ფორმულირება წარმოებაში ჩაუშვას. კომპანია ასევე შეეცდება ახალი ქარხნების მშენებლობას რეგიონის გარეთ, რაც ცემენტის უფრო მსხვილ კომპანიებს დაუმტკიცებს, რომ მისი დაბალი ნახშირბადით წარმოება შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. BEV-ის ინვესტორებად ითვლებიან ჯეფ ბეზოსი Amazon-დან და მაიკლ ბლუმბერგი, Bloomberg-ის დამფუძნებელი.

Ecocem-ი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ პროდუქტის მასშტაბებს სხვა კომპანიებისთვის ტექნოლოგიის ლიცენზირებით გაზრდის, სანამ თვითონაც გააგრძელებს ცემენტის წარმოებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აკშათ რათი