LIVE

ბიტკოინი თუ ეთერიუმი? - რა უნდა იცოდეთ კრიპტოვალუტების შეძენამდე

10 მაი 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2695
ბიტკოინი თუ ეთერიუმი? - რა უნდა იცოდეთ კრიპტოვალუტების შეძენამდე

ის დრო, როდესაც ბიტკოინი ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტებში ფულის ჩადებას ცდილობენ, უკვე დიდი ხანია, წასულია.

ერთი მხრივ, ეთერიუმი, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა, რეკორდამდე გაიზარდა, მეორე მხრივ კი, ეგრეთ წოდებული alt მონეტების მიმართ ინტერესი მზარდია.

ადამიანების უმეტესობა კრიპტოვალუტებში შესვლას ორი ყველაზე დიდი ციფრული მონეტით იწყებს: ბიტკოინით და ეთერიუმით. 2021 წელს, ჯერჯერობით ორივე კარგი ინვესტიცია იქნებოდა - ბიტკოინი დაახლოებით გაორმაგდა, ეთერიუმი კი გაოთხმაგდა.

თუმცა, რა უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტთ სად უნდა განათავსოთ თქვენი ფული?

ეთერიუმის უპირატესობები

ეთერიუმი მსოფლიოში ყველაზე აქტიურად გამოყენებულ ბლოკჩეინზე ფუნქციონირებს. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ოპერაციების გადამოწმებისა და ისტორიის შექმნისთვის.

ეთერიუმს ბლოკჩეინის შეთავაზების გამო იყენებენ, რამაც შეუწყო ხელი ექვივალენტური სიმბოლოების ფეთქებად ზრდას.

”ეთერიუმი არის ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც ფუნქციონირებს როგორც Apple store ან Android app store. ბიტკოინი ჰგავს საქონელს, როგორიცაა ოქრო, ან ფასეულობის მარაგი”,- ამბობს პატ ლავეკია, აშშ-ის ციფრული ფასიანი ქაღალდების სავაჭრო პლატფორმის Oasis Pro Markets-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ბიტკოინისგან განსხვავებით, სადაც მისი მრავალი ძირითადი მახასიათებელი, მაგალითად, მომარაგების წყარო დიზაინშივეა ჩადებული, ეთერიუმი ვითარდება. ამჟამად ის განახლებებს გადის, რამაც ქსელი უნდა გააუმჯობესოს, თუნდაც ცვლილებით, რაც შეამცირებს მომარაგებას. ამან შეიძლება ეთერიუმის ფასის ზრდა გამოიწვიოს.

ბიტკოინის უპირატესობები

მიუხედავად იმისა, რომ წელს ბიტკოინის დომინირება შემცირდა - ის მაინც შეადგენს მთლიანი კრიპტო ბაზრის ღირებულების დაახლოებით 46%-ს, წლის დასაწყისში დაახლოებით 70%-დან. თუმცა, ის ჯერ ისევ ყველაზე დიდი ციფრული მონეტაა.

CoinGecko-ს თანახმად, მას აქვს $1 ტრილიონზე მეტი საბაზრო კაპიტალი, ეთერიუმის $400 მილიარდთან შედარებით.

ბიტკოინს უპირატესობას ანიჭებენ დიდი კორპორაციები. Tesla და MicroStrategy ყიდულობენ უდიდეს კრიპტოვალუტას და არა ეთერიუმს.

ეს აისახება არასტაბილურობაშიც. მაკრო სტრატეგებმა შეისწავლეს, როგორ მოქმედებდნენ ბიტკოინი და ეთერი ვარდნის დროს. Bloomberg Galaxy Crypto Index-ში დაახლოებით 20%-იანი ვარდნა ეთერიუმისთვის უფრო დიდი რისკია, ვიდრე ბიტკოინისთვის.

რატომ ორივე ან არც ერთი

ყველამ, ვინც კრიპტოვალუტებში აბანდებს, უნდა გაითვალისწინოს ფასების ცვლილებები, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება იყოს თუნდაც ყველაზე დამკვიდრებულ კრიპტოვალუტებში.

კრიპტოვალუტები შესაძლოა რეგულაციითაც დაზარალდნენ ან თუნდაც მათი შესაძლებლობიდანაც კი. ფასები შეიძლება შემცირდეს. ამასთან, ზოგიერთი ბაზრის დამკვირვებელი პოტენციური კრიპტო ბაბლის შესახებ აფრთხილებს ინვესტორებს.

ფინანსური მრჩეველთა უმეტესობა ამბობს, რომ ისინი, ვინც მათი საერთო პორტფელის 5%-ზე მეტს დებს კრიპტოში, მზად უნდა იყვნენ ყველაფრის დაკარგვისთვის.

მიუხედავად ამისა, მათთვის, ვისაც კრიპტო სივრცეში მოხვედრა სურს, არსებობს არგუმენტი, რომ იყიდონ ორივე როგორც დივერსიფიკაციის, ასევე ჰეჯირების მიზნით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯესიკა ოსინგერი